ბათუმში მომხდარ ტრაგედიას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

09 ოქტ 2021

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

"ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციამ ძალიან დაგვამწუხრა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობარი საქართველოს მიმართ“, - აღნიშნულია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.