სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი - ვახტანგ გომელაური

08 ოქტ 2021

ბათუმში სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

"გიდასტურებთ, ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში თუმც ცოცხალი ორივე. გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი. დამიზუსტებენ ახლა,“ - ამბობს ვახტანგ გომელაური.