მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

08 ოქტ 2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. მანამდე მაშველები მას დახმარებას ადგილზე უწევდნენ.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან მიმდინარეობს   სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.