08 ოქტ 2021
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის თქმით, სამი ადამიანი კონტაქტურია და სასწრაფოს ექიმს ეპასუხება.
"მოწოდებული ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმი ნანგრევებში იყო ჩასული და მას სამი ადამიანი ეპასუხება,
ერთი ქალბატონია დაახლოებით 50-55 წლის. წინასწარი შეფასებით მძიმე მდგომარეობა არ არის. ბავშვის ხმა ისმის, რომელიც ჯერ არ უნახავთ", - აცხადებს ლელა სურმანიძე.
შემთხვევის ადგილას, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.