08 ოქტ 2021
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ''ასტრაზენეკას'' გარკვეული დოზები არ გაიხარჯა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამას ხელი შეუწყო ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების ფაქტმაც.
მინისტრი განმარტებით, ქვეყანა ახალ დოზებს აღარ შეიძენს.
''სტრაზენეკასთან'' მიმართებაში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პრობლემა შეიქმნა, სახეზე გვქონდა სხვადასხვა ტიპის გართულებები. საქართველოში დაფიქსირებულმა ლეტალობის ერთადერთმა შემთხვევამ რა თქმა უნდა იმოქმედა ამ ვაქცინის პოპულარობაზე. შესაბამისად დაიკლო მოქალაქეების ნდობამ ვაქცინის მიმართ და მოთხოვნაც შემცირდა. სახელმწიფომ გაითვალისწინა და ახალი დოზები აღარ შეიძინა. თუმცა კოვაქს პლატფორმიდან მიღებული დოზები, მაქსიმალურად ასაკის ჭრილში გაიხარჯა'' - განაცხადა მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩა, არის იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს.
ამირან გამყრელიძის თქმით, დაბალი მოთხოვნის გამო, ქვეყანა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას არც დონაციის გზით მიიღებს და არც შეიძენს.