ხულოში ორ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება

07 ოქტ 2021

ხულოს საკრებულოში 24 მანდატიდან 22 პარტიებზე პირველივე ტურში გადანაწილდა. დარჩენილ ორზე კი მეორე ტური გაიმართება.

რაც შეხება პირველი ტურის შედეგებს, მაჟორიტარული მანდატებიდან 6  ქართულმა ოცნებამ უკვე მოიპოვა, გარდა ამისა მმართველ პარტიას პროპორციული სიით მიღებული 7 მანდატი აქვს.

ოპოზიციიდან 2 ოქტომბრის არჩევნებზე 6 მანდატი მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, 1 გახარია საქართველოსთვის, 1 ლელომ და ერთიც სტრატეგია აღმაშენებლის პარტიამ.

შესაბამისად ხულოს საკრებულოში 5 პარტია იქნება წარმოდგენილი და უმრავლესობაში,  კვლავ ქართლი ოცნება იქნება, რადგან მეორე ტურის შედეგები მოცემულობას არსებითად ვერ შეცვლის.