კონცერტებსა და ფესტივალებთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება

05 ოქტ 2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონცერტებსა და ფესტივალებთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება.

"იხსნება კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით", - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ.

ქვეყანაში, კონცერტებისა და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა  ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რამდენიმე თვის წინ აიკრძალა.