რა პირობით დაიშვებიან საქართველო-საბერძნეთის მატჩზე გულშემატკივრები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 

05 ოქტ 2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო-საბერძნეთის მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან, მაგრამ მათ გარკვეული რეკომენდაციებისა და მოთხოვნების დაცვა მოუწევთ. 

''9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%, მაგრამ ერთი პირობით: უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა'', - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე. 

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრების თამაში 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე ბათუმში გაიმართება.