სააკაშვილის საქმეზე დაკავებული წოწორიების სასამართლო

05 ოქტ 2021

სულ ცოტა ხანში გაირკვევა რას შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. ისინი გუშინ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დააკავეს.

მათ ბრალი, მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლით წარუდგინეს, რაც  4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

წოწორიები ფოთის პორტის თანამშრომლები არიან.  შეგახსენებთ, ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.