საქართველოში კორონავირუსის 2800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

05 ოქტ 2021

საქართველოში კორონავირუსის 2800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1485 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.16%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 621 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 593 153, გარდაიცვალა 9 110 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 826 786 აცრა გაკეთდა.

გუშინ საქართველოში 33 679 ტესტი ჩატარდა.