გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

29 ნოე 2016

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები,  2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი – ამ თემების განსახილველად საქართველოს პრემიერმინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს.