ბათუმის ოლქი

04 ოქტ 2021

ბათუმის მეშვიდე მაჟორიტარულ  ოლქში შემავალ უბნებზე 975 ბიულეტენია გაბათილებული.

პარტია "ლელოში" აცხადებენ, რომ  13 უბანზე ამ რაოდენობის ბათილი ბიულეტენი ეჭვებს უჩენთ და საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართავენ. მათ კონკრეტული უბნების გადათვლა ლოტოტრონით  მოითხოვეს, უარის შემდეგ  კი განაცხადეს, რომ ბათილი ბიულეტენებია გადასათვლელი.

ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხს განიხილავენ, თუმცა სხვა სხდომაზე, რადგან 5 უბანი მხოლოდ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ითვლება.