საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

04 ოქტ 2021

საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1877 პირი, გარდაიცვალა კიდევ 30.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.94%.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 16066 ტესტი.