საქართველოს მასშტაბით ''ქართული ოცნება'' - 46,65%, ''ნაციონალური მოძრაობა'' 30,7% - წინასწარი მონაცემები 

03 ოქტ 2021

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.65 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 740 უბანზე (99.92%).

აღნიშნული მონაცემებით,  პარტიას „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ აქვს 7.79%, რაც 1 37181 ხმას შეადგენს, „ლელოს“ – 2.71 %, რაც 47 791 ხმაა. დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა შესაბამისი ოქმი განთავსებულია ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.