პარტია “საქართველოსთვის“ საარჩევნო დარღვევებზე

02 ოქტ 2021

ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, აგიტაცია უბნებზე, გაუმართავი საარჩევნო  ატრიბუტიკა, საარჩევნო უბნებიდან გატანილი ბიულეტენები- სავარაუდო დარღვევებზე ბრიფინგი გაიმართა  „გახარია - საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციაში.

მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ  ქართულ ოცნება არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა. საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს კი მოუწოდა არ დაუშვან შეცდომები წინააღმდეგ შემთხვევაში თქვა, რომ დამრღვევ პირებს  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.