15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 33.18% შეადგინა-ცესკო

02 ოქტ 2021

ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33,18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან კენჭისყრის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.

მისივე განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საუბნო-საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი. მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა