გიორგი კირთაძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის მე-10 საარჩევნო უბანზე გააკეთა

02 ოქტ 2021

გიორგი კირთაძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის მე-10 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები ცვლილებებს დაუჭერენ მხარს.

„ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებთან შედარებით, ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ნამდვილად არის რეფერენდუმი, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მივა საარჩევნო უბნებთან და თავის არჩევანს გააკეთებს. ჩვენ უნდა შევძლოთ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა",- აცხადებს გიორგი კირთაძე