თვითმმართველობის არჩევნები 2021

02 ოქტ 2021

ერთიან საარჩევნო სიაში 3 მილიონ 497 ათას 345 ამომრჩეველია  რეგისტრირებული, რაც 57 ათას 222 ამომრჩევლით მეტია, ვიდრე იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. 39  ათას 135 მოქალაქე წელს პირველად მონაწილეობს არჩევნებში, რადგან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი. ცხრა სხვადასხვა სტამბაში დაიბეჭდა წელს ბიულეტენები. სულ  84  ოლქია  ქვეყნის მასშტაბით. აქედან  6 აჭარაში. 314 ათას 644 ამომრჩეველია რეგისტრიტრებული  რეგიონში.  აჭარის  ექვსივე ოლქში  356 საარჩევნო უბანია გახსნილი. ყველაზე მეტი ბათუმში 105 უბანი, ქედა 32, ქობულეთი 67,  შუახევი 50, ხელვაჩაური 47, ხულო 55.