მზადება საბავშვო ბაღების გასახსნელად

01 ოქტ 2021

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლების მსგავსად სააღმზრდელო პროცესი განახლდება ბაღებში.

რეგულაციების დაცვით, სრულ მზადყოფნაში არიან ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებში. პანდემიის გამო შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი მშობლებისა და ბავშვებისთვის არც თუ ისე ადვილი იყო.