აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

01 ოქტ 2021

პირველი ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 121 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 141 პირი.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 35-მა ადამიანმა.  ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 10 პაციენტი.

რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში მკურნალობს 366 მოქალაქე, კოვიდსასტუმროში -176, ხოლო ონლაინ კლინიკაში 828.