მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს

01 ოქტ 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

უწყებაში ამ ეტაპზე სხვა განმარტებები არ გაკეთებულა. 

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.