პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

29 სექ 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს, აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს და ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ  საგრძნობი პროგრესი ეკონომიკისა და სავაჭრო ბრუნვის კუთხით.