29 სექ 2021
დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. გათამაშების ლიდერი ბათუმის ''დინამო'' გასვლაზე გორში ''დილას'' ესტუმრება.
26 შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის ''დინამოს'' 56 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. გორის ''დილა'' კი 43 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.
მატჩი გორში თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.
დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის მატჩები გულშემატკივრის გარეშე ტარდება.