ჩამოვა თუ არა სააკაშვილი-პოლიტიკური შეფასებები

28 სექ 2021

,ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს დაჭერით ემუქრება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომ  4 დღეში საქართველოში იქნება მმართველ გუნდში სისულელედ აღიქვამენ  და ის, რომ სააკაშვილმა ბილეთი იყიდა არ ნიშნავს , რომ აუცილებლად ჩამოვა. დაიჭერენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს  თუ ის  საქართველოში ჩამოვა, ან როგორ განვითარდება პროცესები ეს 2 ოქტომბერს გამოჩნდება, თუმცა სააკშვილის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ საკაშვილი პირობას ასრულებს და ჩამოდის, მის დაკავებას კი ოცნება ვერ გაბედავს.