საარსებო დახმარებაზე მოთხოვნა გაორმაგდა

27 სექ 2021

ბოლო 2 თვეში საქართველოში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად - 67 ათას 266 ადამიანით გაიზარდა. შედარებისთვის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საარსებო შემწეობაზე 129 ათას 835 ადამიანით ნაკლები იყო დამოკიდებული. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 16,7% (622,923)  საარსებო შემწეობის ბენეფიციართა სიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის პოლიტიკის შედეგად მომავალი წლიდან სიღარიბის აღმოფხვრა ეტაპობრივად გაგრძელდება, ისევე როგორც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.