ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში

27 სექ 2021

აჭარის ღია ჩემპიონატი ტარდება საპლაჟო ფრენბურთში, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული 9 გუნდი მონაწილეობს. დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები იმართება,  გამარჯვებულები უკვე ხვალ საფინალო შეხვედრებს გამართავენ. ტურნირი წელს პირველად ტარდება და მიზნად საპლაჟო ფრენბურთის განვითარებას ისახავს.