28 ნოე 2016
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა ზურა პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. გიორგი მარგველაშვილი შესაბამის განკარგულებას კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გაუგზავნის, რის შემდეგაც კანდიდატი დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს წარედგინება.