სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

27 სექ 2021

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის წევრებმა და ომის მონაწილე ვეტერანებმა ბათუმში.  მათ ომში დაღუპულები გაიხსენეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.