აჭარაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

27 სექ 2021

აჭარაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 111 პაციენტი, გარდაიცვალა 4.

ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 12 პაციენტი. 

კლინიკაში მკურნალობს 447, კოვიდ სასტუმროში -227, ონლაინ კლინიკაში - 899 პირი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რეგიონის მასშტაბით გაიკეთა 694 პირმა.