ეკონომიკის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო დაათვალიერა

26 სექ 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის მწარმოებელი საწარმო  დაათვალიერა. ეს ის საწარმოა  რომელიც   აწარმოე საქართველში სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში დაფინანსდა.

კომპანიაში 200 -მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხანაში იწარმოება: ცეცხლმაქრები, სახანძრო კარები, ცეცხლგამძლე კარადები, ცეცხლმედეგი ვენტილირებადი ფასადები, და სხვა პროდუქცია. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო.