სამაშველო ოპერაცია თუშეთში

25 სექ 2021

სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით, თუშეთში, მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების ნაწილი ბარში ჩამოიყვანეს. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ტურისტები სასტუმროებსა და სახლებში გადაანაწილეს.

დღის განმვალობაში ავიაციის საშუალებით 100-მდე ადამიანის გამოყვანა იგეგმება.ფშაველი-აბანო- ომალოს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია.