კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია

24 სექ 2021

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია - რეაბილიტაციისთვის. მიმდინარეობს   ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის და   ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაცია.

უკვე დასრულდა ბათუმის წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია და წელსვე იგეგმება ხინოს სამონასტრო კომპლექსის სრული რესტავრაცია.