სანაპირო კურორტებზე ხვალ საღამოს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი

24 სექ 2021

25 სექტემბრის 20:00 საათიდან, 26 სექტემბრის ღამის 04 საათამდე, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა შენარჩუნდება დაბალ ნიშნულზე.

დროის მოკლე მონაკვეთში მოსული ინტენსიური ნალექის დროს შესაძლოა განვითარდეს სტიქიური პროცესები!