„დადგმული სპექტაკლი“ - ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის გამოხმაურება

24 სექ 2021

ნაციონალური მოძრაობის დადგმულ სპექტაკლს უწოდებს ვიდეო ჩანაწერებს საკრებულოს თავმჯდომარე მინდია დიასამიძე და ბრალდებებს უარყოფს. „ქართულ ოცნებაში“ კი მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადასატან ყუთზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 29 სექტემბერია, მანამდე კი კომისიები სიებს ხელახლა გადაამოწმებენ.