ბათუმის “დინამო” VS სამგურალი

24 სექ 2021

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. ჩემპიონატის ლიდერი დინამო ბათუმი სამგურალს მიიღებს,  თბილისის დინამო სამტრედიას უმასპინძლებს, გორის დილა თელავს, ლოკომოტივი კი ტორპედოს ესტუმრება. 25 სექტემბერს  ქობულეთის შუქურა თბილისში საბურთალოს შეხვდება. სატურნირო ცხრილს 53 ქულით დინამო ბათუმი ლიდერობს, 48 ქულით მეორეზე თბილისის დინამოა. დინამო ბათუმისა და სამგურალის შეხვედრა 21:00 საათზე გაიმართება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.