ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

24 სექ 2021

ეროვნული გვარდიის ნაკრების ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა. ეროვნული გვარდიის მე-8 როტაციის ნაკრები სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მიიღებს მონაწილეობას. ისინი სამხედრო-საწვრთნელ მისიას ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე შეასრულებენ. ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.