24 სექ 2021
თიანეთში, მწყემსის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 30 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.