ბათუმის ქუჩები ისევ დაიტბორა

24 სექ 2021

მეორე დღეა სტიქიაა აჭარაში. ძლიერი წვიმის შედეგად ამჯერადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების, ასევე კომერციული ობიექტების პირველი სართულები ბათუმში. ძირითადად პრობლემაა თავდადებულისა და სააკაძის ქუჩების ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილებაც გართულებულია. ბათუმის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას დამატებით, რამდენიმე ოჯახის ზარალის დათვლაც მოუწევს.