ბასილაშვილმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა

24 სექ 2021

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

29 წლის ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან   დრამატული მატჩი სამ სეტში  0:6, 6:4, 7:6 მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ქულის გარეშე წააგო. მე-2 სეტის დასაწყისში ნიკას  სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამედიცინო სტაფის წარმომადგენლების დახმარება დასჭირდა.

გადამწყვეტ სეტში დავიდოვიჩ ფოკინა 4:1 იგებდა, თუმცა საბოლოოდ 29 წლის ქართველმა მატჩის შემოტრიალება შეძლო.

მეცის ტურნირის  მეოთხედფინალურ ეტაპზე, ბასილაშვილის მეტოქე  ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.

ATP-ის რეიტინგში ნიკოლოზი 36-ეა, ხოლო ფრანგს მე-20 ადგილი უკავია.
ნიკას და მონფილსის დაპირისპირება დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული.