ე.წ. ჭაობის დასახლებაში ამოტუმბვითი სამუშაოები გრძელდება

23 სექ 2021

ბათუმში დატბორილ ქუჩებზე ამოტუმბვის სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ ბათუმის წყლის თანამშრომლები. უწყებაში 300-ზე მეტი შეტყობილება შევიდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ჭაობის დასახლებაში სამი მიმართულებით მიმდინარეობს, ასევე რთულია ვითარება ე.წ „ოცნების ქალაქში“. დაზარალებული ოჯახები დახმარებას და კომპენსირებას ითხოვენ. რა ოდენობის ზიანი მიაყენა სტიქიამ ქალაქს ჯერ უცნობია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. წინასწარი მონაცემებით, დაზარალდა ასზე მეტი ოჯახი. შეგახსენებთ, რომ წვიმის შედეგად ბოლო ორ კვირაში ბათუმი უკვე მეორედ დაიტბორა.