აშშ-ის მედიკამენტების ადმინისტრაციამ 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა

23 სექ 2021

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ფიაზერ/ბიონტექის ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა.

მათივე გადაწყვეტილებით, მესამე დოზა მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ უნდა გაიკეთოს იმ პირებმა, რომლებიც არიან 65 წლის ზემოთ, მაღალი რისკის მქონე მოზარდებმა და ადამიანებმა, რომლებიც გარე სივრცეში მუშაობენ და მაღალი რისკია მათი დაინფიცირების.