ზურაბ ქავთარაძე დრამატული თეატრიდან გაასვენეს

22 სექ 2021

უკანასკნელი ტაში მსახიობს. ზურაბ ქავთარაძე დაკრძალეს.  გააცილეს  ბათუმის დრამატული თეატრიდან , სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და რომლის სცენაზეც მაყურებლისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი არაერთი სახე შექმნა.  25 წლის განმავლობაში იყო ამავე თეატრის მსახიობი,   ასევე ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის  პროფესორი. მიღებული აქვს  საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი. ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.