დაიმეწყრა საავტომობილო გზები

22 სექ 2021

ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში  საავტომობილო გზები დაიმეწყრა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს ყოროლისთავი-ზედა ყოროლისთავის, მახოს,ზედა ახალშენის, ფერიისა და მახინჯაურის მიმართულებით. 8 მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები ქობულეთში.