იზოლაციაში მყოფები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ

22 სექ 2021

ცესკოს გადაწყვეტილება ამჯერად შეიცვალა და კოვიდინფიცრებული პაციენტებისთვის და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის კოვიდუბნები გაიხსნება. ანუ, ისინი შეძლებენ 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას და ხმის მიცემის უფლებით სარგებლობას. ასეთი უბანი იქნება ყველა ოლქში. წინა სხდომისგან  განსხავვებით, ამჯერად საკითხმა  კომისიის ყველა წევრის მხარდაჭრა მიიღო.