ახალი სკოლა მახვილაურში

21 სექ 2021

ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში  საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. N23 საჯარო სკოლის შენობა სრულად არის ადაპტირებული. მოეწყო სააქტო და სპორტდარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 150 ათას 465 ლარია. აჭარის მთვარობის ინფორმაციით,  წელს აჭარაში18 საჯარო სკოლისა და სასპორტო დარბაზის მშენებლობა მიმდინარებს, მათგან 10 პროექტი წელსვე დასრულდება.