სერვისის სტანდარტი და კოვიდრეგულაციები-ტრენინგები

21 სექ 2021

 

სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების შესახებ ტრენინგები დაიწყო. სერვისის გასაუმჯობესებელი თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები აჭარის სოფლებში  საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღებისა და არსებული სერვისების გაუმჯობესების სტანდარტებს, ასევე ტურისტული სერვისების ხარჯთახრიცხვას, მათ შექმნასა და ტურისტებისთვის სწორად შეთავაზებას სწავლობენ. ამ ეტაპზე ტრენინგები ხულოს 5 სოფელში _ თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში მიმდინარეობს. ჯამში კი 250-ზე მეტი ადამიანის გადამზადება იგეგმება.