აჭარაში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 სექ 2021

21 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 247 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976 საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 568. მძიმე პაციენტია 132, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 15 პირი. 

996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში.

17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.