საქართველოში კორონავირუსის 2470 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

21 სექ 2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2243 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7,06%, ბოლო 7 დღის – 6,65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 598 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 565 773 გამოჯანმრთელდა, 8 641 კი, გარდაიცვალა.

გუშინ საქართველოში 34 250 ტესტი ჩატარდა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 15 096-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 671 295 აცრა გაკეთდა.