სპეციალური ოპერაციების ერთობლივი გაცვლითი წვრთნები

20 სექ 2021

სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ ჩაატარა.  სწავლება  ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ათკვირიანი წვრთნები არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმართვაზე იყო ორიენტირებული. სწავლების მიზანი  აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფთან გამოცდილების გაზიარება და  ერთობლივი მოქმედებების დახვეწაა.