დაშენებული სართული ამბასადორზე-რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო?

20 სექ 2021

გახმაურებული და სკანდალური პროექტის კიდევ ერთი სავარაუდო უკანონობა. „ბათუმი ამბასადორმა“ დაწყებული მშენებლობა კიდევ ერთი სართულით გაზარდა. არადა, კომპანიას ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა აქვს, რომელსაც ისედაც აპროტესტებენ სამოქალაქო სექტორში. დავა  კი სასამართლომდეა მისული. მშენებლობის პროცესში დარღვევებზე საუბრობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც.